Posts
Showing posts from April, 2019
23 აპრილს ჩატარდა საბუნებისმეტყველო წრის მეთექვსმეტე მეცადინეობა.წრის მეცადინეობის მიზანი იყო მოსწავლეს გაეცნობიერებინა ჰაერის და წყლის არსებობის აუცილებლობა ცოცხალი ორგანიზმებისათვის.მათ ინფორმაცია მიიღეს საბავშვო ენციკლოპედიიდან.გაიგეს,რომ დედამიწა გარემოცულია ჰაერის ფენით,რომელიც შეიცავს სიცოცხლისათვის აუცილებე ჟანგბადს,რომლითაც სუნთქავენ ადამიანები,ცხოველები.ჰაერს არანაირი ფორმა არ აქვს.ის ყველგანაა.მის არსებობას შევიგრძნობთ მაშინ ,როცა ქარი უბერავს.მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდა,გაბერეს ბუშტი,რომელიც მეტისმეტად გაბერვის შემდეგ გასკდა.გააკეთეს დასკვნა ,რომ ბუშტი გასკდა იმიტომ,რომ მის კედლებს შიგნიდან ძლიერად დააწვა ჰაერი.მოსწავლეებმა ნახეს ,რომ არც წყალს აქვს საკუთარი ფორმა,ის იმ ჭურჭლის ფორმას იწბს,რომელშიც ასხია.წრის წევრებმა ეს ნახეს პრაქტიკულ მაგალითზე.წრის მეცადინეობამ მიზანს მიაღწია.
- Get link
- X
- Other Apps
16 აპრილს ჩატარდა საბუნებისმეტყველო წრის მეთხუთმეტე მეცადინეობა.მინი ლექციის საშუალებით მოსწავლეები გაეცნენ სტიქიურ მოვლენებს:მიწისძვრას,წყალდიდობას,ზვავს,მეწყერს.მიიღეს ინფორმაცია,რომ ის მოულოდნელად ხდება და ზიანს აყენებს ქალაქებს,სოფლებს,მოსახლეობას.გაიგეს,რომ ზოგიერთი ამ საშიში მოვლენის წინასწარმეტყველება შესაძლებელია და საფრთხის შესახებ წინასწარ აფრთხილებენ მოსახლეობას,რითაც მცირდება ზარალი და მსხვერპლი.მოსწავლეებმა ისაუბრეს მიწისძვრის შესახებ.გაიხსენეს მიწისძვრის შემთხვევები და გაითამაშეს როლური თამაში "როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს".
- Get link
- X
- Other Apps
2 აპრილს ჩატარდა საბუნებისმეტყველო წრის მეთოთხმეტე მეცადინეობა.მოსწავლეები გაეცნენ ფრინველთა სამყაროს.ფრინველების შესახებ ინფორმაცია მიიღეს მოსწავლის პირველი ენციკლოპედიიდან "მეცნიერება".ნახეს ილუსტრაციები,ვიდეო მასალა.გაიგეს,რომ ფრინველებს ღრუიანი ძვლები აქვთ,ამიტომ მსუბუქები არიან.ძლიერი მკერდის კუნთები ფრთებს ამოძრავებს.სხეულის გლუვი,სწორი მოხაზულობა კი ფაერის სწრაფად გაკვეთაში ეხმარებათ.მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში,გამოძერწეს ფრინველები.
- Get link
- X
- Other Apps