Posts

Showing posts from February, 2019

26 თებერვალს ჩატარდა საბუნებისმეტყველო წრის მეათე მეცადინეობა.მოსწავლეები ჩონჩხზე დაკვირვებით გაეცნენ ადამიანის სხეულის ნაწილებს,ინფორმაცია მიიღეს საბავშვო ენციკლოპედიიდან.გაიგეს,რომ ადამიანის სხეულში დაახლოებით ორას ექვსი ძვალია,რომლებიც ერთმანეთთან სახსრებით არიან დაკავშირებული და ქმნიან ჩონჩხს.

Image

19 თებერვალს ჩატარდა საბუნებისმეტყველო წრის მეცხრე მეცადინეობა.წრის მეცადინეობის მიზანი იყო გასცნობოდნენ ოკეანეებს .წრის წევრებმა გაიგეს ,რომ ოკეანე წყლის უზარმაზარი სივრცეა.დედამიწის დიდი ნაწილი წყლითაა დაფარული.დაასახელეს ოკეანეები.გაეცნენ რუკას,ასევე მათ გაიგეს ძველად როგორ ზომავდნენ ზღვაოსნები ოკეანეების სიღრმეს და რა არის ლოტი.

Image

15 თებერვალს ჩატარდა საბუნებისმეტყველო წრის მერვე მეცადინეობა.წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეები გასცნობოდნენ შავ ზღვას და მის მომიჯნავე ქვეყნებს.მათ გაიგეს,რატომ დაერქვა შავ ზღვას ასეთი უცნაური სახელი და რას უწოდებდნენ ძველად.ვინ დაარქვა მას ეს სახელი.მოსწავლეებმა გაიგეს საქართველოს გარდა შავი ზღვის ნაპირას კიდევ ხუთი ქვეყანა მდებარეობს.ნაჩვენები იყო ვიდეო მასალა.წრის მუშაობამ მიზანს მიაღწია.

Image

12 თებერვალს ჩატარდა წრის მეშვიდე მეცადინეობა.მოსწავლეები გაეცნენ მდინარის ნაწილებს:სათავეს,შესართავს,კალაპოტს,შენაკადებს.მოხდა ვიდეო მასალის ჩვენება.გავედით სკოლის მახლობლად მდინარეზე და მოსწავლეებმა თვალნათლივ ნახეს მდინარის შემადგენელი ნაწილები.წრის მუშაობამ მიზანს მიაღწია.

Image

8 თებერვალს ჩატარდა საბუნებისმეტყველო წრის მეექვსე მეცადინეობა.მეცადინეობის მიზანი იყო მოსწავლეები გასცნობოდნენ მთასა და ქედს.მათ შეძლეს მთის შემადგენელი ნაწილების დასახელება.ნახეს ვიდეო მასალა,ჯგუფებში პლასტილინისაგან შექმნეს მთის მოდელი.მოხდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მთებზე დაკვირვება ,რომელიც მათ სოფელს აკრავს.წრის მუშაობამ მიზანს მიაღწია.

Image